Sunday, September 6, 2015

❄️❄️❄️

 ... ზამთარი.. თოვლი....საღამოს ჩაი ლიმონით... ღამე ცხელი შხაპი... გაკრახმაებული ლოგინი.. ჩათბუნებული სხეულით თეთრეულის შრაშუნი...  ღამის კომფორტი და დილის ნეტარება :)))


“actual waterfall” in the middle of the city

One day, when I was feeling so hot, I decided to discovered hidden gem in the New York city and I find out  one beautiful place which name is GreenAcre Park...
 It's located 51st between Second and Third Aves.New York, NY

It was contributed by Project for Public Spaces... 


Few years ago it was designed by Sasaki, Dawson, DeMay Associates with Masao Kinoshita as lead designer and Hideo Sasaki and Tom Wirth involved, Greenacre Park opened in 1971 as a “vest pocket park,” offering New Yorkers an intimate urban park experience. 

Its a great place to sit and get away from the craziness of the city.  Such a quiet and relaxing place where everyone sticks to themselves.... 

From that time when I saw that place, it became my favorite little oasis that I've discovered so far.


Tuesday, August 11, 2015

One day, it will be done

ბავშვობა.... 
დამალული პურის გულები...
ჩუმად ნაჭამი ”ყიყლიყო პურები”...
მოპარული არაჟანი და დათვლილი პერაშკები!! 
ბოროტი დედები ,დეიდები,ბებიები და ყველა ვინც კი მიკრძალავდა და მითვლიდა საჭმელს!! 

ასეთი მახსოვს ჩემი ბავშვობა მეზობელი ეზოში პურს უჩემოდ ვერ გაატარბდა რომ არ მოეტეხა ”გარბუშკა”...
ბედნიერები მაწვდიდნენ  და თან მოფერებით მიძახდნენ ”მცუქანაო!” ...
ყველას უხაროდა ნაკეცებიანი ბავშვის მოფერება....
დღესაც მახსოვს მეზობელი ქალი კოვზით ერთ ჭამაზე ერთ ქილა თაფლს რომ მაჭმევდა, მანამ-სანამ ალერგია არ დამემართა  ( ეს არაა ცუდი, დღევანდელობისგან განსხვავებით ემეტებოდათ :))  )
თუმცა დღეს უკვე მე აღარ მემეტება არაფერი საკუთარი თავისთვის ..გარდა უგემური დიეტებისა და შიმშილისა.
ახლაც ამ ყველაფერს დიეტა და გამძვინვარებული შიმშილი მაწერინებს ...
ღამის 12 საათზე  ვამხნევებ ჩემსთავს რომ უან დეი ით ვილ ბი დან :))

Wednesday, July 15, 2015

"რეალროუდი" "რეალიარდად"

HighLine-ის  ისტორია  იწყება 1840 წლიდან, მაშინ როცა New York-ში შეიკრიბნენ ბიზნესის წარმომადგენლები და დაგეგმეს რკინიგზის გაყვანილობა... 
ბოლო მატარებელმა რომელმაც HighLine ზე გაიარა ეს იყო 1980 წელს. 
Joshua David და Robert Hamond იყვნენ ადამიანებ რომლებიც ცხოვრბდნენ HighLine-ის მეზობლად და მათ შეძლეს შეენარჩუნებინათ HighLine-ი საზოგადოეისთვის როგორც რეკრეაციული ზონა. 
მათ შეძლეს და "რეალროუდი" აქციეს "რეალიარდად" :)))
დღესდღებით ეს არის New York-ში ერთერთი საუკეთსო ადგილი განტირთვისთვის... 



მაშინ როდესაც ამერიკის ხელისუფლება მატარებლის ლიანდაგს აქცევს რეკრეაციულ ზონად, ჰაერში კიდებს ბაღებს და ბილიკებს. რატომ არ შეიძლება ზოოპარკიც იქცეს მსგავს ზონად... ?! ნუ გამოჰკიდებთ ჰაერში ბატონო, ამდენად ვერ შეგაწუხებთ....უბრალოდ მიეცით საშვალება მომავალ თაობს რომ ისუნთქონ და თქვენგან დასტრესილებმა შეძლონ და განიტვირთონ!!! მერწმუნეთ ისევ თქვენ გამოგადგებათ ეს დასტრესილდარელაქსაციებული ახაგაზრდობა!!! ალბათ ფიქროებენ რომ ქართველ ახალაზრდობას  არ სჭირდება რელაქსაცია და მათი ოცნება მხლოდ მანჰეტენზე ცხოვრებით შემოიფარგლება...



EVERYONE FIGHTS, BUT MOST COUPLES DON’T GET IT RIGHT!!



  მას შემდეგ რაც გონებამ აღქმა დაიწყო თუ რა იყო სიყვარული, კონფილიქტი ურთეირთობა და ასე შემდეგ, მას მერე უამრავ ფაქტს   შევსწრებივარ,  როგორ უყვართ, როგორ ჩხუბობენ და როგორ რიგდებიან.
      შევსწრებივარ წყვილების კონფლიქტს ორ რადიკალურად განსხვავებულ ქალაქში. გარემო იყო სხვა, თუმცა გარშემო ხალხის დამოკიდებულება ერთი.

   სიტუაცია Georgia-ში:
    პეკინი 2013წ.

         ისმის ხმაური, დპჭის გინება, თუმცა ვერ ვხვდები რა ხდება, მგონია რომ მორიგი ღიპიანი ძია დათვრა, მიმოვიხედე და აღმოვაჩინე რომ შევცდი...ვხედავ ახალგაზრდა მამაკაცს რომელიც ასევე ახალგაზრდა გოგოს ცემა-ცემით  შუა გზაზე“მიათრევს”. გოგო ხმას არ იღებს, არც შველას ითხოვს,შესაბამისად  არც ხახლს აქვს რეაქცია და მითუმეტეს სურვილი დახამრების…
        როგორც ჩანს, სამწუხაროდ ქართველებს კარგად გვაქვს სისხლში გამჯდარი დათას სიტყვები: ,,არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში." :)))

სიტუაცია NYC ში
starbucks 2015
მეგობართან ერთად გადავწყვიტე მშვიდ გარემოში ყავის დალევა,საღამოა, ხალხი ირევა, ყურადგებას არავინ იქცევს ზედმეტად, მანამ, სანამ ხმამაგალი საუბარს არ მოვკარით ყური. აღმოჩნდა რომ შეყვარებული წყვილის კონფლიქტს შევესწარით.
ბიჭი ხმამაღლა ყვიროდა, გოგო კი მშვიდად უხსნიდა რომ მარტო დაეტოვა,არც ამ შემთხვევაში ითხოვდა გოგო დახმარებას და არც ხახლს გამოუჩენია ინიციატივა დახმარების...
განსხვავება იყო ის რომ ბიჭი არ “ურტყავდა” , და  მისი თხოვნის შესაბამისად ტერიტორიას ტოვებდა. რაც შეეხება გოგოს მისი სიყვარული და დამოკიდებულება მის ქცევაში მოზღვავებულად იგრძნობოდა, მიუხედავად ამხელა სახალხო კონფლიქტისა, იგი მიანც თვალებით ეძებდა ....

რამდენი დღე გავიდა მას შემდეგ მე კი ისევ იმ გოგოზე მეფიქრება და მეწერინება , გოგონა სტარბაქსიდან, ჩემს თვალწინ მეგობარ ბიჭთან ძალიან რომ იჩხუბა, მერე ”გეთ აუთო” რომ უყვირა და მანც რომ მის დაბრუნებას ელოდებოდა #საყვარელი 

ამ ორმა ფაქტმა დამანახა რითი განსხვავდება ერთმანეთისგან ძალადობა და დიდი სიყვარულით გამოწვეული კოფლიქტი!

Wednesday, June 10, 2015

ვინ მინდა რომ ვიყო ან სად მინდა რომ ვიყო?!

2013 წლის 15 ივნისი

დილა... 11:20 წუთი ... გულის არითმია უკვე იგრძნობა და ვაცნობიერებ რომ მე უკვე თბილისში ვარ!!! 

გადაღლილი ვარ მაგრამ ველოდები რაღაცას, რაც ვიცი რომ უდიდეს სიამოვნებას, სიხარულს და ბედნიერებას მომანიჭებს....  ვეძებ გამალებით ჩემს ლეპტოპს,რომ რაც შეიძლება მალე დავტოვო ეს ”გვირაბი” .... ხალხი ორ რიგად დგება რიგში, მე კი ვცდილობ რაც შეიძლება ადვილად მოვხვდე წინა რიგებში, თითქოს სადღაც მეჩქარებოდეს ან ”საქართველო გარბოდეს”.... 
.        ვუყურებ როგორ ირევა ხალხი საბარგო ჩანთების რიგში, სწორედ აქ მომივიდა ის ”ჭკვიანური” აზრი რომ მეორედ ჩანთებით აღარ უნდა ჩამოვსულიყავი რადგან გაუსაძლისი იყო ლოდინი და ეს ჩემს ფსიქიკაზე ცუდად აისახებოდა... :))
.     Tbilisi Loves You უცბად შევავლე თვალი ამ წარწერას და გააზრებაც ვერ მოვასწარი რომ გამოვფხიზლდი, მინდოდა ჩემები მენახა რომლებიც ამ წლების განმავლობაში მელოდებოდნენ ...

          ზღაპრული სამი თვე, აი რა შემიძლია ვთქვა იმ დღეებზე რომელიც ჩემს სამშობლოში გავატარე... ეს ისეთი შეგრძნებაა სიხარულიგან და სიამოვნებისგან ტანზე რომ ბუსუსს გაყრის, ალბათ შეიძლბა სხვა ეპითეტებითაც შემკობა,მაგრამ ეს ისაა რასაც იმ წუთას განვიცდიდი.... სხვა ალათ ამ ყველაფერს SEXს შეადარებდა რადგან ყველაფერი სასიამოვნო და მგრძნობიარე ხომ მასთან ასოცირდება :))) 

14 სექტემბერი.... ღამის 10 საათი
სულრაღაც ოთხი საათია დარჩენილი აეროპოტში გასვლამდე... 


ახლა წინ 13 საათიანი გზა მელის,რა უნდა ვაკეთო,თუ არა ვიფიქრო ხალხზე რომლებიც 
აცრემლებული თვალებით დავტოვე.... ჩემი ცხოვრების რაობაზე... და საერთოდ მომავალზე.... ვინ მინდა რომ ვიყო ან სად მინდა რომ ვიყო?!... ეს ყველაზე მძიმე თემაა ყველა ემიგრანტისთვის... ამ ფიქრში ვიყავი რომ ჩამეძინა და გამომაფხიზლა სიტყვებმა 
 ”Landed in NYC" 
როდესაც პასპორტის კონტროლი გავიარე კიდევ ერთხელ დავუსვი კითხვა ჩემს თავს თუ რა იყო ჩვენი ცხოვრება და პასუხიც თან მივაყოლე ”წლები კი გარბის და ჩვენი ცხოვრება, სხვა არაფერია თუ არა ”თავისუფალი” კატორღა-სულს და გულს რომ ადევს მონატრების ბორკილებად” 

Good Morning America!!!

მეტრო... დილის 8 საათი... ყავის არომატით გაჟღენთილი ვაგონები... 
ახლად გაღვიძებული სახეები და უენერგიო ღიმილები :))) Good morning America!!!