დილა... 11:20 წუთი ... გულის არითმია უკვე იგრძნობა და ვაცნობიერებ რომ მე უკვე თბილისში ვარ!!!
გადაღლილი ვარ მაგრამ ველოდები რაღაცას, რაც ვიცი რომ უდიდეს სიამოვნებას, სიხარულს და ბედნიერებას მომანიჭებს.... ვეძებ გამალებით ჩემს ლეპტოპს,რომ რაც შეიძლება მალე დავტოვო ეს ”გვირაბი” .... ხალხი ორ რიგად დგება რიგში, მე კი ვცდილობ რაც შეიძლება ადვილად მოვხვდე წინა რიგებში, თითქოს სადღაც მეჩქარებოდეს ან ”საქართველო გარბოდეს”....
. ვუყურებ როგორ ირევა ხალხი საბარგო ჩანთების რიგში, სწორედ აქ მომივიდა ის ”ჭკვიანური” აზრი რომ მეორედ ჩანთებით აღარ უნდა ჩამოვსულიყავი რადგან გაუსაძლისი იყო ლოდინი და ეს ჩემს ფსიქიკაზე ცუდად აისახებოდა... :))
. Tbilisi Loves You უცბად შევავლე თვალი ამ წარწერას და გააზრებაც ვერ მოვასწარი რომ გამოვფხიზლდი, მინდოდა ჩემები მენახა რომლებიც ამ წლების განმავლობაში მელოდებოდნენ ...
ზღაპრული სამი თვე, აი რა შემიძლია ვთქვა იმ დღეებზე რომელიც ჩემს სამშობლოში გავატარე... ეს ისეთი შეგრძნებაა სიხარულიგან და სიამოვნებისგან ტანზე რომ ბუსუსს გაყრის, ალბათ შეიძლბა სხვა ეპითეტებითაც შემკობა,მაგრამ ეს ისაა რასაც იმ წუთას განვიცდიდი.... სხვა ალათ ამ ყველაფერს SEXს შეადარებდა რადგან ყველაფერი სასიამოვნო და მგრძნობიარე ხომ მასთან ასოცირდება :)))
14 სექტემბერი.... ღამის 10 საათი
სულრაღაც ოთხი საათია დარჩენილი აეროპოტში გასვლამდე...
ახლა წინ 13 საათიანი გზა მელის,რა უნდა ვაკეთო,თუ არა ვიფიქრო ხალხზე რომლებიც
აცრემლებული თვალებით დავტოვე.... ჩემი ცხოვრების რაობაზე... და საერთოდ მომავალზე.... ვინ მინდა რომ ვიყო ან სად მინდა რომ ვიყო?!... ეს ყველაზე მძიმე თემაა ყველა ემიგრანტისთვის... ამ ფიქრში ვიყავი რომ ჩამეძინა და გამომაფხიზლა სიტყვებმა
”Landed in NYC"
როდესაც პასპორტის კონტროლი გავიარე კიდევ ერთხელ დავუსვი კითხვა ჩემს თავს თუ რა იყო ჩვენი ცხოვრება და პასუხიც თან მივაყოლე ”წლები კი გარბის და ჩვენი ცხოვრება, სხვა არაფერია თუ არა ”თავისუფალი” კატორღა-სულს და გულს რომ ადევს მონატრების ბორკილებად”
No comments:
Post a Comment