Tuesday, August 11, 2015

One day, it will be done

ბავშვობა.... 
დამალული პურის გულები...
ჩუმად ნაჭამი ”ყიყლიყო პურები”...
მოპარული არაჟანი და დათვლილი პერაშკები!! 
ბოროტი დედები ,დეიდები,ბებიები და ყველა ვინც კი მიკრძალავდა და მითვლიდა საჭმელს!! 

ასეთი მახსოვს ჩემი ბავშვობა მეზობელი ეზოში პურს უჩემოდ ვერ გაატარბდა რომ არ მოეტეხა ”გარბუშკა”...
ბედნიერები მაწვდიდნენ  და თან მოფერებით მიძახდნენ ”მცუქანაო!” ...
ყველას უხაროდა ნაკეცებიანი ბავშვის მოფერება....
დღესაც მახსოვს მეზობელი ქალი კოვზით ერთ ჭამაზე ერთ ქილა თაფლს რომ მაჭმევდა, მანამ-სანამ ალერგია არ დამემართა  ( ეს არაა ცუდი, დღევანდელობისგან განსხვავებით ემეტებოდათ :))  )
თუმცა დღეს უკვე მე აღარ მემეტება არაფერი საკუთარი თავისთვის ..გარდა უგემური დიეტებისა და შიმშილისა.
ახლაც ამ ყველაფერს დიეტა და გამძვინვარებული შიმშილი მაწერინებს ...
ღამის 12 საათზე  ვამხნევებ ჩემსთავს რომ უან დეი ით ვილ ბი დან :))